ეროვნულ არქივში ფოტოალბომების რესტავრაცია დაიწყო
ეროვნულ არქივში ფოტოალბომების რესტავრაცია დაიწყო
11:38 21.03.2012
ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში მე-19 საუკუნის სამი ფოტოალბომის რესტავრაცია დაიწყო.
რესტავრაცია ჩაუტარდება გამოჩენილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის ეთნოგრაფიული შინაარსის ფოტოალბომს, თბილისის ვაჟთა I გიმნაზიის ალბომს, რომელშიც მასწავლებელთა ფოტოპორტრეტებია წარმოდგენილი და ისტორიკოს ბორის ესაძის ფოტოალბომს რუსეთ-კავკასიის ურთიერთობაზე, რომელიც მხატვრების - რუბოს, სამოკიშის, გორშელდის სურათების რეპროდუქციების მიხედვით არის შედგენილი.
ფოტოებთან ერთად ალბომის ყდების რესტავრაციაც მოხდება.
მიმდინარე წელს ლაბორატორიაში, ზემოაღნიშნული ალბომების ჩათვლით, 10-ზე მეტი ფოტოალბომის აღდგენა იგეგმება.

ბეჭდვა