ილიაუნის თეატრში დღეს სპექტაკლის პრემიერა გაიმართება
ილიაუნის თეატრში დღეს სპექტაკლის პრემიერა გაიმართება
10:09 21.03.2012
ილიას უნივერსიტეტის თეატრში დღეს სპექტაკლის - "სიზმრები სინანულისანი" პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლი მიხაილ ბულგაკოვის პიესის "ივან ვასილის ძე"-ს მიხედვით 2 მოქმედებად დაიდგა. მისი ქართული ვერსიის ავტორი ბასა ჯანიკაშვილია. მან ქართული ვერსია სპეციალურად ილიაუნის თეატრისთვის 2011 წლის ზაფხულში შექმნა.
სპექტაკლის რეჟისორი ოთარ ეგაძეა და მასში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ.
სპექტაკლში სულხან ცინცაძის მინიატურებია გამოყენებული, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის შეასრულებს.

წარმოდგენა ილიაუნის თეატრში 22, 24, 25 და 29 მარტს 19.00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა