დღეს ცნობილი ქართველი მსახიობის ავთანდილ მახარაძის ვარსკვლავი გაიხსნება.
ვარსკვლავის გახსნა კინოთეატრ რუსთაველის წინ იგეგმება. დღესვე, კონოთეატრში ავთანდილ
მახარაძის შემოქმედებითი საღამოც გაიმართება.
სპეციალურად დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ბუკლეტი გამოიცა, რომელშიც ავთანდილ მახარაძის კინოსა და თეატრში შესრულებული როლების და კინოფესტივალებზე მიღებული ჯილდოების შესახებ ინფორმაციაა მოცემული.
ავთანდილ მახარაძე 1943 წელს დაიბადა. მას ქართულ კინოსა და თეატრში ბევრი ცნობილი როლი აქვს ნათამაშები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი - თენგიზ აბულაძის ფილმ "მონანიებაში" ერთდროულად შესრულებული ორი როლი იყო, სადაც მსახიობი ვარლამ და აბელ არავიძეებს განასახიერებდა. ამ როლისთვის მან რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოც მიიღო.
