ლატავრა ფოჩიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ხვალ გაიმართება
ლატავრა ფოჩიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ხვალ გაიმართება
19:41 14.03.2012
ცნობილი ქართველი მოცეკვავის ლატავრა ფოჩიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ხვალ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური  განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას ცნობილი ქართველი პოეტები და საზოგადო მოღვაწეები მიიღებენ. საღამოს პოეტი ერეკლე საღლიანი წაუძღვება.

ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრია.

ბეჭდვა