დღეს ჩერქეზული ენისა და კულტურის დღე აღინიშნება
დღეს ჩერქეზული ენისა და კულტურის დღე აღინიშნება
10:03 14.03.2012
ჩერქეზული ენისა და კულტურის დღესთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიება მოეწყობა.
როგორც "ნიუსპრესს" ჩერქეზული კულტურის ცენტრიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ჩერქეზული თემატიკის ამსახველი მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა იქნება წარმოდგენილი.
გარდა ამისა, ჩერქეზი მხატვარის თეუჩეჟ ყატის მიერ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციებიც გამოიფინება.
ღონისძიების მიზანია თბილისში ჩერქეზული ენის დღის აღნიშვნა 14 მარტს ტრადიციად დამკვიდრდეს.
ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკაა.

ბეჭდვა