კახეთის რეგიონში არსებული მუზეუმების დირექტორებმა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგი გაიარეს.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ტრენინგის მიზანი იყო მომსახურების ერთიანი სტანდარტის დანერგვა და ეფექტური კომუნიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება.
მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ სასწავლო კურსის წარმატებით დასრულებისთვის დღეს დირექტორებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცა.
ტრეინინგი კახეთის ტურისტული განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
სასწავლო კურსს ტურიზმის სფეროში დასაქმებული ყველა სტრუქტურის თანამშრომელი ეტაპობრივად გაივლის.
