ახალგაზრდა მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი მსმენელის წინაშე დღეს პროექტით - "ალექსანდრე ბასილაია-ზღაპარი სიყვარულისა" წარსდგება.
მისი პირველი სოლო კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება და იგი კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნას ეძღვნება.
კონცერტზე კამერული ორკესტრისა და მუსიკალური ბენდის აკომპონიმენტით, ალექსანდრე ბასილაიას სიმღერები და კომპოზიციები განახლებული ვერსიებით შესრულდება.
პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია მუსიკოსი და დირიჟორი დავით მაზანაშვილია.
ალექსანდრე ბასილაიას დღეს 69 წელი შეუსრულდებოდა. იგი 2009 წელს ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
