იაპონელი ქართველოლოგის წიგნის პრეზენტაცია დღეს გაიმართება
იაპონელი ქართველოლოგის წიგნის პრეზენტაცია დღეს გაიმართება
10:12 10.03.2012
იაპონელი ქართველოლოგის ჰიროკატე მაედას წიგნის პრეზენტაცია დღეს "თიბისი გალერეაში" გაიმართება.

წიგნში - "ქართველები სეფიანთა ირანში", ღულამთა ოთხი გვარის – ბარათაშვილების, სააკაძეების, უნდილაძეებისა და მირიმანიძეთა სეფიანთა კარზე ცხოვრებაა ასახული.

ნაშრომში საქართველოს ისტორიისთვის ახალი მასალები და დასკვნებია მოცემული.

პრეზენტაცია პროექტის "იაპონიის გაზაფხული – იაპონიის კულტურისთვის" ფარგლებში იმართება. ის იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტია.

ბეჭდვა