კლასიკურ გიმნაზიაში საქველმოქმედო გამოფენა გაიხსნა
კლასიკურ გიმნაზიაში საქველმოქმედო გამოფენა გაიხსნა
13:32 08.03.2012
თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა ფოტონამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, გამოფენა საქველმოქმედოა და შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად მთლიანად ონკოჰემატოლოგიორი პაციენტების მშობელთა კავშირს გადაერიცხება.
გამოფენაზე წარმოდგენილია 105 ფოტონამუშევარი.
საქველმოქმედო ღონისძიებაში გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად, კურსდამთავრებულებიც მონაწილეობენ.

ბეჭდვა