"თბილისი ივენთ ჰოლი" ხვალ, პროექტ "ოთხი სეზონის" ფარგლებში, ბრაზილიური ჯაზის საღამოს უმასპინძლებს.
პროექტს ქეთი ფარესაშვილის და შვედი მესაყვირეს ბიორნ ინგელსტამის კონცერტი გახსნის.
პროექტის მიხედვით, წლის განმავლობაში კონცერტები სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდება.
"გადავწყვიტეთ გაზაფხული ჯაზით და სამბას კომპოზიციებით დაგვეწყო. კონცერტზე მაყურებელს ბევრ სიურპრიზს შევთავაზებთ"- განაცხადა პროექტის პროდიუსერმა ანა რეხვიაშვილმა.
ქეთი ფარესაშვილის თქმით, ხვალინდელი კონცერტით ის სცენაზე დბარუნდება.
"მექნება სოლო კონცერტი და გადავწყვიტე ბიორნ ინგელსტამი ჩამომეყვანა საქართველოში. იგი შვედეთში ამომავალი ვარსკვლავია და ვფიქრობ, მსენელისთვის ჩვენი ტანდემი საინტერესო იქნება" - აღნიშნა ფარესაშვილმა.
"თბილისი ივენთ ჰოლში" ბრაზილიური ჯაზის საღამო ხვალ, 20 საათზე დაიწყება.
