სასწავლო ცენტრ „ლანგეითში" ხვალ პოეზიის საღამო გაიმართება.  
როგორც „ნიუსპრესს“ „ლანგეითიდან“ აცნობეს, სტუმრებს საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ პოეტები - გიორგი, მერაბი და  თემო არაბულები, ასევე, ირაკლი ჭინჭარაული და თორნიკე ნაროზაული.  
ისინი ხევსურულ კილოზე დაწერილ ლექსებს წაიკითხავენ. საღამოს მუსიკალურად გიორგი გოგოლაური გააფორმებს და რამდენიმე სიღერას ფანდურზე შეასრულებს. 
ამასთან, პოეტი ირაკლი ჭინჭარაული მსმენელს საკუთარ ახლადგამოცემულ წიგნს გააცნობს.
საღამოზე დასწრება თავისუფალია.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       