ხვალ კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირში წიგნის - „ესკობარი მზესთან“ პრეზენტაცია გაიმართება
ხვალ კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირში წიგნის - „ესკობარი მზესთან“ პრეზენტაცია გაიმართება
17:23 22.10.2012
კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირში ხვალ მარიკა მამალაძის წიგნის - „ესკობარი მზესთან“ პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც „ნიუსპრესს“ ლიტერატურული სააგენტო „უსტარიდან“ აცნობეს, რომანი „ესკობარი მზესთან“ ახალგაზრდა ავტორის სადებიუტო ნაწარმოებია.

რომანი ცნობილი კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარისა და მისი ოჯახის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ნაწარმოები ნარკობარონის ცხოვრების მძიმე ეპიზოდებით გადატვირთული არ არის.

წიგნი „უსტარის“ მიერაა გამოცემული.



ბეჭდვა