ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს
ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს
15:06 06.03.2012
საქართველოს ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო კონგრესს - " 21-ე საუკუნის მუზეუმები და მათი როლი ქალაქის განვითარებაში" უმასპინძლებს.

კონგრესი 2012 წლის 19 – 22 სექტემბერს გაიმართება.

ეროვნულ მუზეუში აცხადებენ, რომ მსგავსი მასშტაბის კონგრესი რეგიონში პირველად ჩატარდება და მასში მონაწილეობას ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვანი მუზეუმების ხელმძღვანელები და საყოველთაოდ აღიარებული არქიტექტორები მიიღებენ.

ეროვნული მუზეუმის დირექტორის დავით ლორთქიფანიძის თქმით, მუზეუმს გრძელვადიანი გეგმები აქვს, რათა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

"მუზეუმი თვისობრივად იცვლება. სექტემბერში ძალიან მნიშვნელოვანი კონგრესი იგეგმება, რომლის მთავარი თემები სამუზეუმო გაერთიანებები და ქალაქისა და ტურიზმის განვითარებაში მათი როლი, ასევე, მუზეუმები და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური გარემო იქნება", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

როგორც მუზეუმში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, მერია მზად არის მუზეუმის განვითარების პროცესში ჩაერთოს.

ბეჭდვა