ქართველი ხელოვანის სერგო ქობულაძის ალბომის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
ქართველი ხელოვანის სერგო ქობულაძის ალბომის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
20:03 15.10.2012
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ხვალ XX საუკუნის ცნობილი ქართველი ხელოვანის, გრაფიკოსის, ფერმწერის, ილუსტრატორის, თეატრის მხატვრის სერგო ქობულაძის ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.

ალბომში თავმოყრილია ხელოვანის მიერ შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, სხვადასხვა წიგნების ილუსტრაციები, თეატრის მხატვრობის ამსახველი ესკიზები და სხვა ნიმუშები.

ალბომი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოიცა.

ბეჭდვა