ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წელს საქართველო ეროვნული სტენდითა და ორი პრეზენტაციით წარსდგება.
როგორც „ნიუსპრესს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, დაგეგმილია ორი პრეზენტაცია - ფორუმ დიალოგის ფორმატის ფარგლებში ქართველი ქალი ავტორების ნაწარმოებების კითხვა გერმანულ ენაზე და საქართველოს ეროვნულ სტენდთან უცხოელი გამომცემლებითვის და ლიტერატურული აგენტებისთვის „ქართული ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია“.
ამასთანავე, წამყვანი გერმანული და ბრიტანული გამომცემლობების წარმომადგენლებთან შეხვედრებიც გაიმართება.
ქართული დელეგაცია ფრანკფურტში 9 ოქტომბერს მიემგზავრება. წიგნის ბაზრობა კი - 10-15 ოქტომბერს ჩატარდება.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელსაც 500 წლიანი ისტორია აქვს, მსოფლიოში უდიდესია. მასში ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი და ლიტერატურული აგენტი მონაწილეობს.
