ქართულ-ირლანდიური კინოფესტივალი თბილისში გაიმართება
ქართულ-ირლანდიური კინოფესტივალი თბილისში გაიმართება
16:22 04.10.2012
ქართულ-ირლანდიური კინოფესტივალი (GIFF) თბილისში ახლო მომავალში გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, საერთაშორისო პანელში ფესტივალის ჟიურის წევრი ირლანდიის ერთ-ერთი წარმატებული პროდიუსერი ალან მოლონი იქნება.

კინოფესტივალის მიზანია ჯილდოების მფლობელი სრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებით საქართველო-ირლანდიის კულტურული პარალელების აღმოჩენა.

გარდა ამისა, ფესტივალი ქართველ რეჟისორებს საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე საკუთარი ნამუშევრების წარმოჩენის საშუალებას აძლევს.

ბეჭდვა