ირაკლი ღარიბაშვილი ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს
ირაკლი ღარიბაშვილი ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს
13:17 21.07.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს. ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „Facebook"-ში წერს.

„85 წლის იუბილეს ვულოცავ ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს! თავისი განუმეორებელი შემოქმედებით ქალბატონმა ნანიმ ყველაზე ძვირფასი ჯილდო - სახალხო სიყვარული და აღიარება მოიპოვა. დღეგრძელობას, ბედნიერებასა და კვლავ მრავალ შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებ ქალბატონ ნანის!"-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ბეჭდვა