პეტრას ციხეზე არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო
პეტრას ციხეზე არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო
17:32 19.07.2021
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური უზრუნველყოფით პეტრას ციხეზე არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო. (ექსპედიციის ხელმძღვანელი: გიორგი თავამაიშვილი; ბიუჯეტი 31 000 ლ)

არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდება პეტრას ციხის შემდეგ მონაკვეთებზე:

,,ცისტერნის’’ შიდა სივრცეში. პირველი და მეორე განყოფილების პარამეტრების დაზუსტების მიზნით;

,,ცისტერნის’’ გარე სივრცეში, ჩრდილოეთ მიმდებარე ტერიტორიაზე კულტურული ფენების სტატიგრაფიის დაზუსტების მიზნით.

ციხის გალავნის აღმოსავლეთის კედლის ჩრდილოეთით მომიჯნავე ტერიტორიაზე გვიანი და ადრეშუასაუკუნეების კულტურული ფენების შესწავლის მიზნით;

სამნავიანი ბაზილიკის ჩრდილოეთის ნავის ჩრდილოეთით, 2016 წელს შესწავლილი ბორცვის სამხრეთით და 2020 წელს აღმოჩენილი ციხის გალავნის აღმოსავლეთით. ჰუმუსოვანი ფენის მოხსნის და კულტურული ფენების სტრატიგრაფიის დადგენის მიზნით.

სამნავიანი ბაზილიკის შიგნით: ადრეული ბაზილიკის კონტურების დაზუსტების მიზნით; სამნავიანი ბაზილიკის დასავლეთით და სამხრეთი ნავის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეკლესიის კედლებისგარე ფასადის გამოკვეთის მიზნით.

საველე არქეოლოგიურ პრაქტიკას გადის ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის 30 სტუდენტი.
ბეჭდვა