პარლამენტის კულტურის კომიტეტში სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება
პარლამენტის კულტურის კომიტეტში სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება
17:19 19.07.2021
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე და სმეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ იმსჯელეს.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა, რომელზეც ვისაუბრეთ კულტურული დიპლომატიის მიმართულებებსა და მნიშვნელობაზე, რომელზეც კულტურის კომიტეტმა უნდა იმუშაოს მომავალში. ვიმსჯელეთ სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭოს შექმნის თაობაზე", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
ბეჭდვა