ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ გაიმართა
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ გაიმართა
14:22 17.07.2021
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ომამდელი აფხაზეთის ქალაქების ულამაზესი პეიზაჟები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ამსახველი ეპიზოდებით. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა კონცერტი აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელის მონაწილეობით - აცხადებენ უწყებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ.


ბეჭდვა