სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში თავმჯდომარის ახალ მოადგილედ, მანუჩარ კვირკველია აირჩიეს
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში თავმჯდომარის ახალ მოადგილედ, მანუჩარ კვირკველია აირჩიეს
14:08 28.06.2021
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში, ოპოზიციური კვოტით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მანუჩარ კვირკველია აირჩიეს.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატს, კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

„კომიტეტში მნიშვნელოვანია კონსტრუქციული აზრის მოსმენა, ამისთვის მანუჩარ კვირკველიასთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ," - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.

კომიტეტის წევრი, შოთა ხაბარელი ოპოზიციონერი დეპუტატის კომიტეტის საქმიანობაში ჩართვას მიესალმა და აღნიშნა, რომ ასეთი რანგის სპორტსმენის შემოსვლა კომიტეტში მნიშვნელოვანია.
ბეჭდვა