ირაკლი ღარიბაშვილი: ის სტრატეგია, რომელიც შემუშავებული აქვს თეა წულუკიანს, ძალიან საინტერესო, მრავლისმომცველი და კომპლექსურია - მომდევნო წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვნად განვითარდება და დაეტყობა ხელი კულტურის სფეროს
ირაკლი ღარიბაშვილი: ის სტრატეგია, რომელიც შემუშავებული აქვს თეა წულუკიანს, ძალიან საინტერესო, მრავლისმომცველი და კომპლექსურია - მომდევნო წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვნად განვითარდება და დაეტყობა ხელი კულტურის სფეროს
02:37 26.06.2021
ის სტრატეგია, რომელიც შემუშავებული აქვს თეა წულუკიანს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო, მრავლისმომცველი და კომპლექსურია - მომდევნო წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვნად განვითარდება და დაეტყობა ხელი კულტურის სფეროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კულტურის მინისტრს გამოწვევების გათვალისწინებით ძალიან კარგი ხედვა აქვს ჩამოყალიბებული.

„მოგეხსენებათ, კულტურის სფერო პანდემიის დროს განსაკუთრებით დაზარალდა, მათ სჭირდებათ განსაკუთრებული თანადგომა, სწორედ ამ გამოწვევების გათვალისწინებით და გააზრებით ქალბატონ თეას აქვს ძალიან კარგი იდეა და ხედვა უკვე ჩამოყალიბებული.

კონკრეტული ქმედებები უკვე დაიწყო მან, თუ როგორ შევეხიდოთ, თუ როგორ შევუმსუბუქოთ კულტურის სფეროში დასაქმებულ მოღვაწეებსა და ამ სფეროში ჩართულ ადამიანებს. ეს პროექტი ქალბატონმა თეამ უკვე გამოაცხადა და იწყებს და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ.

ის სტრატეგია, რომელიც შემუშავებული აქვს თეას, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო, მრავლისმომცველი და კომპლექსურია. მომდევნო წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვნად განვითარდება და დაეტყობა ხელი კულტურის სფეროს.

ასევე, მინდა აღვნიშნო რომ ევროპალია, რომელიც დაგეგმილია ბრიუსელში, 2023 წელს არის ძალიან კარგი უნიკალური შესაძლებლობა, რომ წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყანა ძლიერად, სწორედ ამაზე მუშაობს ქალბატონი თეა. გვაქვს შანსი რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი უძველესი უნიკალური კულტურა, რითაც ჩვენ ვამაყობთ, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბეჭდვა