ფონდმა „რიბორაბომ" კულტურის სამინისტროს შენობის წინ ფეხით სავალი ნაწილი ფერადი მოზაიკის გამოყენებით გააფორმა
ფონდმა „რიბორაბომ" კულტურის სამინისტროს შენობის წინ ფეხით სავალი ნაწილი ფერადი მოზაიკის გამოყენებით გააფორმა
11:48 06.06.2021
ქართული მოზაიკის და გამოყენებითი დიზაინის მხარდაჭერისა და განვითარების ფონდმა „რიბირაბომ" საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შენობის წინ ფერადი მოზაიკის გამოყენებით ფეხით სავალი ნაწილი გააფორმა. ნამუშევარი ქუჩის მხატვრობის ერთ-ერთი თანამედროვე ტექნიკით არის შესრულებული, რომლის სახელწოდებაა „ფლაკინგი".

„ფლაკინგის" ტექნიკა ეკუთვნის ლიონში მცხოვრებ ფრანგ ხელოვანს „Ememem"-ს, რომელმაც ქუჩაში ფეხით სავალ ნაწილზე არსებული ხარვეზების დაფარვის უჩვეულო გზას მიმართა და ასფალტის დაზიანებული ადგილები ფერადი მოზაიკის გამოყენებით ამოავსო. აღნიშნული ტექნიკა დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება და მას ევროპის არაერთ ქალაქში იყენებენ, მათ შორის პარიზში, მადრიდში, ბარსელონასა და მილანში.

ქართული მოზაიკის და გამოყენებითი დიზაინის მხარდაჭერისა და განვითარების ფონდი „რიბირაბო" 2019 წელს შეიქმნა და მისი საქმიანობა ქართული მოზაიკისა და უშუალოდ მასთან დაკავშირებული გამოყენებითი დიზაინის დარგების მხარდაჭერისა და განვითარებისკენაა მიმართული.
ბეჭდვა