თბილისის კონსერვატორიაში მრავალხმიანობის მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი იხსნება
თბილისის კონსერვატორიაში მრავალხმიანობის მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი იხსნება
20:53 23.09.2012
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ხვალ ტრადიციული მრავალხმიანობის მეექვსე  საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნება.

სიმპოზიუმი საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა და ქართული ქალაქური მრავალხმიანობის კონცერტით დაიწყება.

მსმენელის წინაშე წარსდგებიან ქართული და უცხოური ანსამბლები - ანჩისხატის გუნდი, გლორია, დიდგორი, დმანისსკიე ზორი, ებრაული ვოკალური სტუდიის ჯგუფი, ლაშარი, ლიახვი, ორლენტა, როდნიკი, სმერეკა, ქსოვრელები, ღლონტების ოჯახური ანსამბლი, ჩერნობრივცი.

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიმპოზიუმის ფარგლებში, კონცერტები და სამეცნიერო სესიები სახელმწიფო კონსერვატორიაში 28 სექტემბრამდე ყოველდღე გაიმართება.



ბეჭდვა