თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე დღეს საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, ერთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.
როგორც თეატრალური ფესტივალის ვებ-გვერდზეა ნათქვამი, ჰომეროსის „ოდისეას“ მიხედვით დადგმული „ქაოსური ოდისეა“ კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე 20:00 საათზე დაიწყება.
სპექტაკლის რეჟისორი მარია ნემიროვსკია, ხანგრძლივობა კი - 70 წუთი.
წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთის ფასი 15 ლარს შეადგენს.
