აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით ქედაში კინოჩვენებების და სხვა კულტურული ღონისძიებებისთვის ზაზა ხალვაშის სახელობის სივრცე მოეწყობა
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით ქედაში კინოჩვენებების და სხვა კულტურული ღონისძიებებისთვის ზაზა ხალვაშის სახელობის სივრცე მოეწყობა
17:00 17.05.2021
დღეს, ფრიდონ ხალვაშს 96 წელი, ხოლო ზაზა ხალვაშს 64 წელი შეუსრულდებოდა.
აჭარის მთავრობის წევრებმა ფრიდონ ხალვაშის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგელიძეებში ფრიდონ ხალვაშის სახლ- მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მუზეუმში მოეწყობა ზაზა ხალვაშის სახელობის სივრცე კინოჩვენებისთვის და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისთვის.
ბეჭდვა