თეა წულუკიანმა სსიპ „შემოქმედებითი საქართველო"-ს ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა
თეა წულუკიანმა სსიპ „შემოქმედებითი საქართველო"-ს ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა
11:13 15.05.2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აგრძელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრებს. ამჯერად შეხვედრა სსიპ „შემოქმედებითი საქართველო"-ს ხელმძღვანელობასთან გაიმართა.



მინისტრი ადგილზე გაეცნო ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. მინისტრმა „შემოქმედებითი საქართველო"-ს ხელმძღვანელობას სამინისტროს ხედვები გააცნო და აღნიშნა, რომ სამინისტროს უმნიშვნელოვანესი მიმართულება შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობაა. თეა წულუკიანის თქმით, სამინისტრო მზადაა ამ ორგანიზაციას მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს საერთო მიზნების მისაღწევად, რაც, საბოლოო ჯამში, შემოქმედებითი პროცესის გააქტიურებასა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ჩამოყალიბებაში უნდა აისახოს.



შეხვედრაზე სამინისტროსა და „შემოქმედებით საქართველო"-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმებიც დაისახა.




ბეჭდვა