თეა წულუკიანმა აზერბაიჯანის ელჩთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანის ელჩთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
13:25 04.05.2021
საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა სიხარულიძემ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩთან ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.

მხარეებმა ასევე განიხილეს აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის ვიზიტის საკითხი თბილისში, რომელიც ივნისში შედგება.
ბეჭდვა