ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ ხვალ დევიდ სატერის პუბლიცისტური ფილმის „სიგიჟის საუკუნე“ ჩვენება გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, ფილმი გადაღებულია ავტორის წიგნების „სიგიჟის საუკუნე“ და „სიბნელე გარიჟრაჟზე“ დაყრდნობით და ფილმი დევიდ სატერის პირველი სარეჟისორო დებიუტია.
ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი დევიდ სატერი 70- 80-იან წლებში საბჭოთა კავშირში Financial Times - ის კორესპოდენტად მუშაობდა.
ფილმის შექმნაში მას ეხმარებოდენენ მისი რუსი, ლატვიელი და ამერიკელი კოლეგები. აღნიშნული წიგნები და ფილმი რუსეთის მიერ საბჭოთა კავშირიდან თანამედროვეობამდე განვლილ გზას განიხილავს.
ფილმს ცნობილი რუსი პუბლიცისტი და სცენარისტი გრიგორი ამნუელი წარადგენს.
