ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
17:25 07.04.2021
ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის #35-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დასრულდა. ქალაქში  ასევე მიმდინარეობს ლუკა ასათიანის N28-ში არსებული ძეგლის რეაბილიტაცია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, დასრულებულ და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

,,ბათუმის მუნიციპალიტეტის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით და ფონდი „ქართუ“-ს მხარდაჭერით შევძელით რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლის რეაბილიტაცია ბათუმში. ეს რა თქმა უნდა გაგრძელდება და მნიშვნელოვანია, რომ შევუნახოთ ქალაქს და ქვეყანას ის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელიც გვაქვს. გაძლიერდება ამ მიმართულებით მუშაობა.

მიუხედავად ეკონომიკური სიძნელეებისა, კიდევ უფრო მეტი რესურსი იქნება გამოყოფილი ამ მიმართულებით“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ბეჭდვა