ეროვნული კინოსაგანძური ბრუნდება -„შერეკილები", „ერთი ნახვით შეყვარება", "მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა" და 1920-იანი წლების 8 ფილმი
ეროვნული კინოსაგანძური ბრუნდება -„შერეკილები", „ერთი ნახვით შეყვარება", "მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა" და 1920-იანი წლების 8 ფილმი
22:49 12.03.2021
მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს პანდემიის გამო ვერ მოხერხდა რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან" ფილმების საწყისი მასალების ჩამოტანა, ტექნიკური სამუშაოები (ფილმების აღდგენა) არ შეჩერებულა.

ფილმების აღდგენა-რესტავრაციას ეროვნული კინოცენტრი საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით ახორციელებს. 2021 წელს იგეგმება შემდეგი 8 ქართული ფილმის აღდგენა:

ივანე პერესტიანის "სურამის ციხე"
ივანე პერესტიანის "არსენა ჯორჯიაშვილი"
ამო ბეკ ნაზაროვის "მამის მკვლელი"
ნიკოლოზ შენგელაიას "გიული"
ზაქარია ბერიშვილის "იბრაჰიმი და გოდერძი"
გიორგი მაკაროვის "ქალი ბაზრობიდან"
მიხეილ გელოვანის "ახალგაზრდობა იმარჯვებს"
ლეო ესაკიას "ჰოლტზე"
რვავე ფილმი 1920-იანი წლების ეპოქას ეკუთვნის, რომელიც გამორჩეული პერიოდია ქართული კინოსთვის.

ამას გარდა, ეროვნული კინოცენტრი 2021 წელს აღადგენს ისეთი ლეგენდარული ქართვლი რეჟისორების ფილმებს, როგორებიცაა:

ელდარ შენგელაიას "შერეკილები"
რეზო ესაძის "ერთი ნახვით შეყვარება"
ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილის "მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა"
ქართული ფილმების საწყისი მასალების სამშობლოში დაბრუნდების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ამ ეტაპზე რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდი"-დან ჩამოტანილია 60-მდე ფილმი, აქედან აღდგენილია 23. წლის ბოლომდე აღდგენილი ფილმების რაოდენობა 34-ამდე გაიზრდება.
ბეჭდვა