ხელოვნების მუზეუმში ლადო ბეროზას პერსონალური გამოფენა BLACKOUT გაიხსნება
ხელოვნების მუზეუმში ლადო ბეროზას პერსონალური გამოფენა BLACKOUT გაიხსნება
11:43 20.09.2012
საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დღეს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ლადო ბეროზას  პერსონალურ გამოფენა BLACKOUT გაიხსნება.

როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, აღიარებული საერთაშორისო პროექტების ავტორის ნამუშევრები სამშობლოში პირველად გამოიფინება.

ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, რომ ლადო ბეროზას ნამუშევრები გამორჩეულია მასალისა და ტექნოლოგიის თვალსაზრისით. მან ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი დაამთავრა, 2010 წელს კი - “DAAD”-ეს დასრულების სტიპენდია მიიღო. 2010 წლიდან ლადო ბეროზა მხატვართა კავშირის „Milchhof e.V in Berlin“ წევრია.

პროეტის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და „კულტურის კვლევისა და კოორდინირების ცენტრი“, მხარდამჭერები კი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქ. თბილისის მერიის თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

ექსპოზიცია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ბეჭდვა