ლანჩხუთის კულტურის ცენტრს რეაბილიტაცია უტარდება
ლანჩხუთის კულტურის ცენტრს რეაბილიტაცია უტარდება
12:36 06.02.2021
ლანჩხუთის კულტურის ცენტრში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა დავით წერეთელმა განაცხადა, სამუშაოები ახლახან დაიწყო, რომელიც აქტიურად გრძელდება. განახლდება დარბაზი, სცენის მორთულობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე ოთახს. პროექტის ფარგლებში სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება.
მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სწორედ ამ დროისთვის, თეატრალური დასი პრემიერისთვის ემზადება.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ეკატერინე გუჯაბიძემ ადგილზე დაათვალიერა.
ბეჭდვა