პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა ხელოვნების მუზეუმში საგანძურის თაობაზე გასვლითი სხდომა გამართა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა ხელოვნების მუზეუმში საგანძურის თაობაზე გასვლითი სხდომა გამართა
11:47 31.01.2021
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა და კომიტეტის წევრებმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული საგანძური (ოქროს ფონდი) მოინახულეს.

დახურული სხდომა, რომელსაც მუზეუმის თანამშრომლები, დარგის სპეციალისტები და „საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფის" წევრები ესწრებოდნენ, საგანძურში არსებულ ვითარებას მიეძღვნა. კომიტეტის მიერ გამოიცა ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობის მიერ სასწრაფოდ შესასრულებელი რეკომენდაციები საგანძურში დაცული ექსპონატების უსაფრთხოებისა და სათანადოდ დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
ბეჭდვა