91 წლის ასაკში მხატვარი გივი კასრაძე გარდაიცვალა
91 წლის ასაკში მხატვარი გივი კასრაძე გარდაიცვალა
20:11 18.01.2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მხატვრისა და რეჟისორის გიორგი (გივი) კასრაძის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს უსამძიმრებს.

გივი კასრაძემ ქართული მულტიპლიკაციის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა, იგ ქართული ანიმაციური ფილმებისთვის ხატავდა და ყველა ბავშვისათვის საყვარელი არაერთი ანიმაციური პერსონაჟი შექმნა. იყო რეჟისორი ანიმაციური ფილმის: „კომბლე“, ასევე დამდგმელი მხატვარი ანიმაციური ფილმის: „ნიკო და სიკო“, ფილმის: „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ და სხვა.

გივი კასრაძე იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი და საქართველოს დამსახურებული მხატვარი.

ბეჭდვა