"დიდება დედოფალს" - 9 იანვარს ქართველი ლეგენდარული მოჭადრაკე ქალების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ონლაინ ჩვენება გაიმართება
"დიდება დედოფალს" - 9 იანვარს ქართველი ლეგენდარული მოჭადრაკე ქალების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ონლაინ ჩვენება გაიმართება
17:59 04.01.2021
მიმდინარე წლის 9 იანვარს, 22:00 საათზე ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი წარმოგიდგენთ დოკუმენტურ ფილმს "დიდება დედოფალს", რომელიც ლეგენდარული ქართველი ქალი მოჭადრაკეების - ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის შესახებ მოგვითხრობს. ეს იქნება პირველი საჯარო ონლაინ ჩვენება საქართველოში პრემიერის შემდეგ.

ფილმის პრემიერა ცოტა ხნის წინ შედგა საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის - "სინედოკის" ფარგლებში. "დიდება დედოფალს" უკვე ნახეს ავსტრიაში, სერბეთსა და მექსიკაში.

60-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 30 წლის მანძილზე, მსოფლიო ჭადრაკის სამეფოს სწორედ ეს ქალები განაგებდნენ. მათ რევოლუცია მოახდინეს და ქალთა ჭადრაკი საერთაშორისო კონტექსტში ვაჟთა ჭადრაკს გაუთანასწორეს.
ბეჭდვა