ეროვნული მუზეუმი კონფერენციასა და გამოფენას უმასპინძლებს
ეროვნული მუზეუმი კონფერენციასა და გამოფენას უმასპინძლებს
09:06 19.09.2012
საქართველოს ეროვნული მუზეუმი დღეიდან საერთაშორისო კონფერენციას - „რას ნიშნავს მუზეუმი დღეს? წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა“ უმასპინძლებს.

როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, მუზეუმში ასევე, გამოფენა - „სამუზეუმო კუნძული ბერლინში – თბილისის სამუზეუმო უბანი. წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა“ გაიმართება.

კონფერენციისა და გამოფენის ორგანიზატორები საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის გოეთეს ინსტიტუტი და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმები – პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი არიან.

კონფერენცია 22 სექტემბერს დაიხურება.

ბეჭდვა