თეატრალური ფესტივალი ხვალ გაიხსნება
თეატრალური ფესტივალი ხვალ გაიხსნება
18:13 13.09.2012
დედაქალაქი ხვალიდან თბილისის მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.

თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, 16-18 სექტემბერს ქართული სპექტაქლების პროგრამას წარადგენენ. საერთაშორისო პროგრამის ჩვენება 19-30 სექტემბერს გაიმართება, ხოლო 1-4 ოქტომბერს ახალგაზრდა რეჟისორებისთვის თემურ ჩხეიძის ვორქშოფი ჩატარდება.

თეატრალური ფესტივალი თბილისის მერიის მიერ 2009 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად ტარდება. მისი მიზანი მსოფლიო კულტურული და ინტელექტუალური თვალსაზრისით, ქართული თეატრისა და კულტურის, თბილისისა და საქართველოს პოპულარიზაციაა.



ბეჭდვა