ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით ელჩის რეზიდენციაში, მარჯანიშვილის თეატრის
სპექტაკლის, „ბათელი“-ს პრემიერა გაიმართა. პიესის ავტორია ანა სანაია, ხოლო დამდგმელი რეჟისორი - ანუკი ხიდეშელი.
სპექტაკლი დაფუძნებულია რეალურ ისტორიებზე და მოგვითხრობს ქართველი ებრაელი ქალის შთამბეჭდავ ისტორიას. წარმოდგენას „ბათელის“ პერსონაჟის რეალური გმირი, დალი დათიკაშვილი ესწრებოდა.
"სწორედ მისმა ისტორიამ მისცამთავარი იმპულსი ანა სანაიას, რომ დაეწერა ეს პიესა და გადმოეცა ის ტრადიციები და ემოციები, რაც ჩვენი ორივე ხალხისთვის ასე ახლოა და ძვირფასი.
შთამბეჭდავი დადგმისა და მსახიობების წყალობით, ამ სპექტაკლში ორიგონალურად და ბუნებრივად იყო გადმოცემული ის კულტურული გარემო და თვითმყოფადობა, რაც სწორედ ქართულ-ებრაული ოჯახებისთვის არის დამახასიათებელი. თავის მხრივ, ისრაელის ელჩმა, რან გიდორმაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამ წარმოდგენაში აღწერილმა პერსონაჟებმა საკუთარი თავი და ოჯახის წევრები მოაგონა. ის ასევე მოხიბლულია მარჯანიშვილის თეატრის ახალგაზრდა მსახიობთა შესრულებით და აღნიშნავს, რომ ეს სპექტაკლი ყველამ უნდა ნახოს"-აცხადებენ ისრაელის საელჩოში.
გაცნობებთ, რომ შესაბამისი რეგულაციებისა და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ აღნიშნული სპექტაკლი თავის ცხოვრებას მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გააგრძელებს.
