გორან ბრეგოვიჩი თბილისში კონცერტს გამართავს
გორან ბრეგოვიჩი თბილისში კონცერტს გამართავს
09:12 13.09.2012
ცნობილი ბალკანელი მუსიკოსი და კომპოზიტორი გორან ბრეგოვიჩი დღეს თბილისში რიგით მესამე კონცერტს გამართავს.

კონცერტი სახელწოდებით „შამპანური ბოშებს“ თბილისის ძველ უბანში, მეიდანზეა დაგეგმილი.

მსმენელს საათნახევრიან პროგრამას მუსიკოსი 9 კაციანი ბენდის თანხლებით წარუდგენს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. კონცერტი მეიდანზე 20:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა