ლიტერატურის მუზეუმი მხატვარ ჯიბსონ ხუნდაძის გამოფენას უმასპინძლებს
ლიტერატურის მუზეუმი მხატვარ ჯიბსონ ხუნდაძის გამოფენას უმასპინძლებს
09:05 12.09.2012
კომპანია „მაგთიკომის“ ინიციატივითა და სპონსორობით, თანამედროვე ქართველი მხატვრის, ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევარების კატალოგი გამოიცა.

კატალოგის პრეზენტაცია და მხატვრის გამოფენა ხვალ ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართება. ნამუშევრები კერძო კოლექციიდან იქნება წარმოდგენილი.

მხატვრის შემოქმედების თაყვანისმცემლებს გამოფენის ნახვის შესაძლებლობა ორი კვირის განმავლობაში ექნებათ.

როგორც „მაგთიკომში“ აცხადებენ, კომპანია ერთგულია თავისი დევიზის - „ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“, რომლის ფარგლებში „მაგთიკომის“ ხელშეწყობით უკვე გამოიცა ირაკლი ფარჯიანის, ედმონდ კალანდაძის, თემო ჯაფარიძის, რადიშ თორდიას, მერაბ აბრამიშვილის, კოკი მახარაძის, დიმიტრი ერისთავის და ოთარ ჩხარტიშვილის ნამუშევართა ალბომები.

ბეჭდვა