ცნობილი ბალკანელი მუსიკოსი და კომპოზიტორი გორან ბრეგოვიჩი 13 სექტემბერს თბილისში რიგით მესამე კონცერტს გამართავს.
კონცერტი სახელწოდებით „შამპანური ბოშებს“ თბილისის ძველ უბანში, მეიდანზე გაიმართება.
მსმენელს საათნახევრიან პროგრამას მუსიკოსი 9 კაციანი ბენდის თანხლებით წარუდგენს.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. კონცერტი მეიდანზე 20:00 საათზე დაიწყება.
