ანსამბლი „რუსთავი“ 45 წლისაა
ანსამბლი „რუსთავი“ 45 წლისაა
11:41 10.09.2012
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ 45 წლისაა. როგორც „ნიუსპრესს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, 45  წლის იუბილეს „რუსთავი“ საქართველოს რეგიონებში საიუბილეო კონცერტებით აღნიშნავს.

პირველი კონცერტი 19 სექტემბერს ზუგდიდში გაიმართება, 20 სექტემბერს - ოზურგეთში, 21 სექტემბერს - ბათუმში, 22 სექტემბერს - ბოლნისში და 29 სექტემბერს - რუსთავში.

ანსამბლ „რუსთავის“ საიუბილეო ტურნე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით შედგება. ტურნეს დეტალებთან დაკავშირებით დღეს კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ფრიდონ სულაბერიძე, ანსამბლ „რუსთავის“ დირექტორი, პროფესორი ბადრი თოიძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრებიან.

ბეჭდვა