კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 296-მდე გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 296-მდე გაიზარდა
10:53 14.04.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 296 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 68 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4856 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 458 ადამიანი რჩება.

ბეჭდვა