„თიბისი ბანკის“ ახალი სათავო ოფისის შენობის საკონკურსო პროექტების გამოფენა დღეს გაიხსნება
„თიბისი ბანკის“ ახალი სათავო ოფისის შენობის საკონკურსო პროექტების გამოფენა დღეს გაიხსნება
09:28 04.09.2012
„თიბისი გალერეაში“ დღეს „თიბისი ბანკის“ ახალი სათავო ოფისის შენობის საკონკურსო პროექტების გამოფენა გაიხსნება.

როგორც „ნიუსპრესს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, ახალი სათავო ოფისის ექსკლუზიურ პროექტზე საერთაშორისო კონკურსი 10 ივნისს გამოაცხადა.

გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა, ყველა იმ პროექტს გაეცნოს, რომელიც მსხვილმა ევროპულმა და ქართულმა არქიტექტურულმა კომპანიებმა წარადგინეს.

ბანკის ახალი სათავო ოფისი, ვაკე-საბურთალოს გზაზე განთავსდება. „თიბისი ბანკში“ აცხადებენ, რომ იგი საქართველოში ყველაზე დიდ ბიზნეს-ცენტრად იქცევა.

შენობა, რომელიც მანამდე ამიერკავკასიის სამხედრო შტაბს ეკუთვნოდა, „თიბისი ბანკმა“ 6 თვის წინ შეიძინა.

არქიტეტურულ კონკურსს ცნობილი იტალიელი არქიტექტორი პიპო ჩორა ხელმძღვანელობს. გამარჯვებულ პროექტს ჟიური 12 სექტემბერს, საზეიმო ვითარებაში გამოავლენს.

საკონკურსო პროქტების გამოფენა „თიბისი გალერეაში“ 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ბეჭდვა