თბილისის კონსერვატორიაში დღეს სიმფონიური კონცერტი სახელწოდებით „I Culture, Orchestra“ გაიმართება.
კონცერტი ადამ მიცკევიჩის სახელობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროექტის ფარგლებში იმართება, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების აღმოსაჩენად ეწვია.
როგორც „ნიუსპრესს“ პროექტის ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტის მიზანი „აღმოსავლეთის ამხანაგობის“ ქვეყნების ახალგაზრდა მუსიკოსებისაგან დაკომპლექტებული ორკესტრის შექმნაა.
მათი განცხადებით, ადამ მიცკევიჩის სახელობის ინსტიტუტი ხელს უწყობს პოლონურ კულტურას და პოლონეთის, როგორც კულტურული ბრენდის ჩამოყალიბებას. მან 28-მდე ქვეყანაში 4 000-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას უკვე გაუწია ორგანიზება.
პროექტში პოლონეთთან ერთად, „სამხრეთ ამხანაგობის“ სხვა ქვეყნების 104 მუსიკოსი მონაწილეობს.
ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი პაველ კოტლაა. I Culture, Orchestra თბილისის გარდა, ლუბლინს, მინსკს, ვარშავას და ჩინსაუსს ესტუმრება.
