ვარნაში ფოტოგამოფენა „გამარჯობა, მე მქვია თბილისი“ მოეწყო
ვარნაში ფოტოგამოფენა „გამარჯობა, მე მქვია თბილისი“ მოეწყო
22:23 10.02.2020
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბულგარეთის ზღვისპირა ქალაქ ვარნაში მოეწყო ფოტო-გამოფენა სახელწოდებით - "გამარჯობა, მე მქვია თბილისი". გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები, ქალაქის ძველი და ახალი არქიტექტურით, გამოფენის დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს გაეცნოს დედაქალაქის ისტორიას და ახლანდელ იერსახეს.

ღონისძიების ფარგლებში, ბულგარეთში საქართველოს ელჩმა, თამარ ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა ქ. ვარნაში ქართულ დიასპორასთან და საქართველოს საპატიო კონსულთან იული ნუშევთან.

გამოფენის მონახულება დამთვალიერებლებს შეეძლებათ ქ. ვარნის არქეოლოგიურ მუზეუმში 20 მარტამდე


ბეჭდვა