მიმდინარე წლის 6-14 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა დაელისო ვირსალაძის კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“ ფარგლებში კონცერტები ჩატარდებადა მასში მონაწილეობას საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და მსოფლიოში გამოჩენილი მუსიკოსები მიიღებენ.
კონცერტების ციკლი 6 დეკემბერს ცნობილი გერმანელი მევიოლინე კოლია ბლახერისა და აშშ-ში მცხოვრები თურქი პიანისტის ოზგურ აიდინის წარმოდგენით გაიხსნება და მას საქართველოს ხელოვნების სასახლე უმასპინძლებს. 8 დეკემბერს საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ კამერული ორკესტრი „ოპერის კამერატა“ (ხელმძღვანელი - ლელა მჭედლიძე), რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობითდა სოლისტები: ბრიუსელის დედოფალი ელისაბედის 2019 წლის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები ჯულია პუსკერი და ევა რაბჩევსკა. 10 დეკემბერს საფორტეპიანო მუსიკის კონცერტს გამართავს კანადაში მცხოვრები გამოჩენილი ვიეტნამელი პიანისტი დანგ ტაი შონი. საღამო საქართველოს ხელოვნების სასახლის დარბაზში ჩატარდება. 14 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე უმასპინძლებს პოლონეთის ახალი თაობის ერთ-ერთი წამყვანი სიმფონიური ორკესტრის - ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრის (დირიჟორი - მირიან ხუხუნაიშვილი) და პოლონელი პიანისტის, შიმონ ნერინგისკონცერტს - „პოლონური მუსიკა თბილისში“. ღონისძიება თანადაფინანსებულია პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ, კულტურის ხელშეწყობის ფონდიდან.
