ლექსო, არ დაიკარგები - დღეს ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამოს 40 წლის იუბილე გაიმართება
ლექსო, არ დაიკარგები - დღეს ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამოს 40 წლის იუბილე გაიმართება
11:36 25.11.2019
შოთა რუსთაველის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში დღეს ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამო - ლექსო, არ დაიკარგები - გაიმართება.

წელს ხალხური პოეზიის საღამო მეორმოცედ იმართება. საიუბილეო საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ძველი და დღემდე უცნობი მელექსეები, იუმორის დიდოსტატები, მომღერლები და მოცეკვავეები. საიუბილეო საღამო მთელ საქართველოს, ფოლკლორის ყველა დარგს მოიცავს და წარმოადგენს ხალხურ ლექს, ხალხურ მუსიკას, ხალხურ ცეკვასა და იუმორს. პროექტის მიზანია გასული საუკუნის 80-იანი წლების ფოლკლორული საღამოების მრავალმხრივ
მნიშვნელოვანი და საგულისხმო ტრადიციის გაგრძელება.

საღამოს გაუძუძღვებიან ფოლკლორისტები - ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.

ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. ხალხური პოეზიის საღამოები სათაურით - ლექსო არ დაიკარგები, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 2008 წელს აღადგინა.

ბეჭდვა