სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა „კერამიკის მუზეუმი“
გაიმართება.
პროექტის მიზანია, დამთვალიერებელს გააცნოს კერამიკული ხელობა და ხელოვნება, ასევე, სამუზეუმო სივრცეში კერამიკული მუზეუმის პროტოტიპის იდეა წარმოადგინოს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის პრესსამსახურის ინფორმაციით, კერამიკის მუზეუმის შექმნის იდეის ირგვლივ რვა მხატვარი გაერთიანდა. ისინი პროფესიასთან თავიანთი დამოკიდებულებას, კერამიკის, მისი ისტორიის, მასალის თვისებებისა და შესაძლებლობების შესახებ მოგვითხრობენ.
ღონისძიების მონაწილეები არიან: მალხაზ შველიძე, ნატო ერისთავი, გიგიშა პაჭკორია, ლია ბაგრატიონი, ლალი ქუთათელაძე, ოთარ ვეფხვაძე, მერაბ გუგუნაშვილი, ილია ბიგანიშვილი.
გამოფენაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან დმანისში აღმოჩენილი, შუა საუკენეების კერამიკული ნაკეთობები და კერამიკოსის, ალდე კაკაბაძის ნამუშევარი “მარანი - საქართველო” იქნება წარმოდგენილი.
